99. Al-Zalzala

1. როცა მიწა იმ საზარელი მიწისძვრით შეირხეს,
2. და ჩამოიგდოს დედამიწამ თავისი ტვირთი,
3. იტყვის ადამიანი: რა ემართება მას?
4. იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს,
5. რადგანაც ღმერთმა შენმა შთააგონა მას (დედამიწას)!
6. იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა ეჩვენოს მათ მათივე ნამოქმედარი!
7. და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!
8. და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!