1. ღვთიური წიგნის მფლობელნი და წარმართნი, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, სანამ არ მოუვათ ნათელი მტკიცება (ცხადი სასწაული), მანამ არ გაემიჯნებიან (ურჯულოებას).
2. ალლაჰის მხრიდან წარმოგზავნილი შუამავალი უკითხავს მათ სიცრუისგან განწმენდილ (ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ) ფურცლებს,
3. მასშია ძირითად საკითხთა უცვლელი კანონები.
4. და გაიმიჯნენ ისინი, ვისაც მიუტანეს წიგნი, მხოლოდ მას მერე, რაც მოუვიდათ ნათელი მტკიცება.
5. მათ არ ბრძანებიათ სხვა რამ, გარდა მრავალღმერთიანობისგან შორს, გულწრფელად თაყვანისცემა ალლაჰისა; და აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი, და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება!
6. უეჭველად, რომელთაც უარყვეს ღვთიური წიგნის მფლობელთაგან და წარმართთაგან, ჯოჯოხეთის ცეცხლში დარჩებიან სამუდამოდ. ისინი არიან გაჩენილთა შორის ყველაზე უკეთურნი!
7. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ისინი არიან გაჩენილთა შორის ყველაზე საუკეთესონი!
8. მათი საზღაური მათი ღმერთის წინაშე ღედნის სამოთხეებია, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ სამუდამოდ დაჰყოფენ. ალლაჰი კმაყოფილია მათით და კმაყოფილნი არიან ისინი მისგან (ალლაჰისგან). აი, ეს მათთვის, ვინც მოკრძალებულია უფლის წინაშე!