97. Al-Qadr

1. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს!
2. რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?
3. ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!
4. ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული , ყოველი ბრძანების შესასრულებლად.
5. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!