96. Al-Alaq

1. იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა !
2. მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან !
3. იკითხე! ღმერთი შენი უსასრულო კეთილშობილების პატრონია,
4. რომელმაც კალმით (წერა) შეასწავლა!
5. შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!
6. არა! უეჭველად, ადამიანი გაამაყდება,
7. რამეთუ ხედავს, რომ გამდიდრდა!
8. უეჭველად, შენი ღმერთისკენ უნდა მიიქცეს ყველაფერი!
9. გინახავს კი ის, ვინც უკრძალავს,
10. როცა ლოცულობს მსახური?
11. გიფიქრია თუ არა, იქნებ ის (მსახური) ჭეშმარიტ გზას ადგას,
12. ან იქნებ სათნოებას უკარნახებს?
13. რას იტყვი, იქნებ უარყოს (შუამავალი) და სარწმუნოებას ზურგი აქციოს?!
14. განა არ იცოდა, ალლაჰი (მას) რომ ხედავდა?
15. მაგრამ არა! თუ არ მოიშლის, დიახაც, რომ ვითრევთ ქოჩრით !
16. იმ მატყუარას, ცოდვილს ქოჩრით ვითრევთ!
17. დაე, მოუხმოს თავის სათათბიროს!
18. ჩვენ მოვუხმობთ მრისხანე ზეციურ მცველებს!
19. მაგრამ არა! არ დაემორჩილო მას, არამედ სეჯდე აღასრულე და მასთან (ღმერთთან) დაახლოებას ეცადე!