1. | ვფიცავ, ლეღვსა და ზეთისხილს! |
2. | და სინას მთას! |
3. | და ამ ქალაქს, დაცულს (უსაფრთხოს)! |
4. | უეჭველად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ! |
5. | მერე კი ვაქციეთ იგი უმდაბლეს საფეხურზე! |
6. | გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვისაა ჯილდო ულევი! |
7. | (ო, ადამიანო!) მაშ, შენ ამის შემდეგ რა გემართება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუდ რაცხავ? |
8. | განა არ არის ალლაჰი სამართლიანი მსაჯული მსაჯულთა შორის? |