94. Al-Inshirah

1. (ო, მუჰამმედ) განა არ გაგვიხსნია და არ გაგვიფართოებია შენთვის მკერდი შენი?
2. და არ ჩამოგხსენით ტვირთი,
3. რომელსაც შენ წელში მოეღუნე?
4. და აღგიმაღლეთ ხსოვნა შენი
5. რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;
6. უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!
7. და როცა მოიცლი, წამოდექი და იშრომე
8. და შენი ღმერთისკენ გაესწრაფე!