93. Ad-Dhuha

1. ვფიცავ, დილას!
2. და ღამეს, როცა მისი სიბნელე იმატებს!
3. შენს ღმერთს არ მიუტოვებიხარ, და არ გაგწყრომია!
4. უეჭველად, მომავალი ცხოვრება (საიქიო) გექნება უკეთესი, ვიდრე წინა (მიწიერი)!
5. და უეჭველად, სულ მალე გებოძება შენი ღმერთისგან და შენ კმაყოფილი დარჩები!
6. განა არ გპოვა ობოლი და არ შეგიფარა მან?
7. გზააბნეული გპოვა და სწორ გზაზე დაგადგინა?
8. ღატაკი გპოვა და გაგამდიდრა?
9. ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო
10. და მათხოვარს არ გაუწყრე!
11. და უკვე დროა შენი ღმერთის მადლი ამცნო (ხალხს)!