1. ვფიცავ, მზეს და მის ნათებას!
2. და მთვარეს, როცა მას მიჰყვება!
3. და მზეს, როცა გამობრწყინდება!
4. ღამეს, როცა მას (მზეს) ფარავს!
5. ზეცას და ამგებსა მისას!
6. მიწას და გამშლელსა მისას!
7. სულსა და ჩამომყალიბებელსა მისას!
8. და მისთვის (სულისთვის) უკეთურობისა და მორჩილების შთამგონებელსა!
9. წარმატებულია იგი ვინც გამოასწორა თავისი ნაკლი
10. და წააგო მან, ვინც დაფარა თავისი ნაკლი, და არ შეეცადა მის გამოსწორებას
11. თავიანთი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, ცრუდ შერაცხეს (ალლაჰი და შუამავალი მისი) სემუდის (ხალხმა).
12. როცა ყველაზე მეამბოხენი შეიყარნენ,
13. მაშინ უთხრა მათ ალლაჰის შუამავალმა: ალლაჰის აქლემია და დაარწყულეთ იგი!
14. ცრუდ შერაცხეს იგი და დაკლეს აქლემი. ღმერთმა მათმა გაანადგურა ისინი მათი ცოდვებისთვის და გაასწორა მიწასთან იგი (მიუზღო, რაც ეკუთვნოდათ)!
15. და არცა ჯავრობს შედეგსა მისსა!