89. Al-Fajr

1. ვფიცავ, გარიჟრაჟს!
2. და ათ ღამეს!
3. და ლუწსა და კენტს!
4. და ღამეს, როცა ის გადადის!
5. ნუთუ გონიერთათვის ფიცი საკმარისი არ არის?
6. ნუთუ არ გინახავს, როგორ მოექცა ღმერთი შენი ადის ხალხს?
7. სვეტებიან ქალაქ ირემს,
8. რომლის მსგავსი არცა ქმნილა ქვეყანასა?
9. და სემუდეველებს, რომლებიც ხეობის კლდეებში საცხოვრებლებს კვეთდნენ?
10. და პირამიდების პატრონ ფარაონს?
11. ისინი სჩადიოდნენ მჩაგვრელობას ქვეყნებში.
12. ამგვარად გაავრცელეს იქ უკეთურობა.
13. ამიტომაც შენმა ღმერთმა აწვნია მათ დამსჯელი მათრახი!
14. უეჭველად, ღმერთი შენი მუდმივად ათვალყურებს (მათ მოქმედებებს)!
15. მაგრამ ადამიანი, რომელსაც გამოსცდის ღმერთი მისი, უბოძებს ქონებასა და შეძლებას, მაშინ იტყვის: ღმერთმა ჩემმა მადლი მოიღო ჩემზე (რაც მეკუთვნოდა, ის მომცაო)!
16. მაგრამ როდესაც სცდის მას და უზღუდავს საკვებს, მაშინ იტყვის: ღმერთმა ჩემმა დამამცირაო!
17. არამც და არამც! თქვენ თავად პატივს არ მიაგებთ ობოლს,
18. და არ აქეზებთ ერთმანეთს ღატაკთა დასაპურებლად,
19. და მემკვიდრეობას (ალალისა და არამის განუსხვავებლად) ხარბად მიირთმევთ,
20. და გიყვართ ქონება გადაჭარბებული სიყვარულით.
21. არამც და არამც! როცა მიწა პატარ-პატარა ნაწილაკებად იქცევა და ქვეყანა გასწორდება,
22. მოევლინება ღმერთის ბრძანება და ანგელოზები მწკრივებად დადგებიან!
23. ოდეს დააშურონ ჯოჯოხეთი, იმ დღეს შეიგნებს ადამიანი, მაგრამ რაშიღა გამოადგეს შეგნება?
24. იტყვის: ნეტავ, ჩემი ცხოვრებისთვის წამემძღვარებია !
25. იმ დღეს ვერავინ დასჯის მსგავსად მისა (ალლაჰისა),
26. და ვერავინ დაადებს ისეთ ბორკილებს, როგორსაც ის (ალლაჰი)!
27. ო, სულო, დაოკებულო (დამშვიდებულო)!
28. დაუბრუნდი შენს ღმერთს კმაყოფილი, სიმშვიდემოპოვებული!
29. შედი ჩემს მსახურთა რიგებში!
30. შედი ჩემს სამოთხეში!