86. At-Tariq

1. ვფიცავ, ცას და ტარიყს!
2. რამ გამცნოს, რა არის ტარიყი?
3. ვარსკვლავი, კაშკაშით წყვდიადის მბურღავი.
4. უეჭველად, ყოველ სულს მეთვალყურე ჰყავს მიჩენილი!
5. დაე, დაფიქრდეს ადამიანი, რისგანაა გაჩენილი!
6. გაჩენილია წყლისგან, სპერმისეულისგან,
7. რომელიც გამოედინება ხერხემლისა და გულ-მკერდის ძვალს შორის.
8. უეჭველად, მას ძალუძს უკან დაბრუნება მისი!
9. იმ დღეს გამოაშკარავდება, რაც დაფარულია,
10. უკვე ძალა გამოეცლება მას(ადამიანს) და არცა შემწე ეყოლება!
11. ვფიცავ ცას, მიმომქცევს (წვიმის),
12. და მიწას, მსკდომსა დედამიწის ქერქიდან!
13. უეჭველად, ის სიტყვაა გამომრჩეველი (ჭეშმარიტების სიცრუიდან)
14. და არაა იგი ფუჭსიტყვაობა!
15. უეჭველად, ისინი ეშმაკურად მახეს აგებენ,
16. და მეც მოვუწყობ (ამაოდ ვიქმ მათ ხრიკებს)!
17. ამიტომაც შენ ურწმუნოებს ვადა მიეცი, ისინი თავიანთ მდგომარეობაში დატოვე ცოტა ხანს!