85. Al-Burooj

1. ვფიცავ ცას, მოჭედილს ზოდიაქოს თანავარსკვლავედით,
2. და აღთქმულ დღეს (წარღვნის დღეს)!
3. ვფიცავ მოწმეს და დამოწმებულს !
4. წყეული იქმნენ სანგარნის მკვიდრნი,
5. (მასში) საწვავით სავსე ცეცხლის (პატრონები)!
6. აკი, ისინი მის გარშემო ისხდნენ
7. და უცქერდნენ (სიამოვნებით), მორწმუნეებს რაც ემართებოდა (როგორ იწვოდნენ ცეცხლში)!
8. მათ მხოლოდ იმისთვის აწამებდნენ, რომ სწამდათ ალლაჰისა, ძლევამოსილისა, დიდებულისა.
9. იგია, ვისიცაა ცათა და მიწის მეუფება; და ალლაჰი მხილველია ყოველივესი!
10. უეჭველად, რომელთაც აწამეს მორწმუნე კაცები და ქალები და შემდეგ არ მოინანიეს, მათთვისაა ტანჯვა ჯოჯოხეთისა ცეცხლოვანი!
11. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები რბიან, სწორედ ესაა უდიდესი ჯილდო (ნეტარება)!
12. უეჭველად, შენი ღმერთის რისხვა საშინელია!
13. უეჭველად, იგია, ვინც გააჩენს პირველად და (შემდეგ უკან) დააბრუნებს,
14. და იგია მიმტევებელი, მოყვარული,
15. (იგია) არშის ღირსეული მეუფე,
16. დამოუკიდებლად მოქმედი (შემოქმედი) იმისა, რაც ნებავს!
17. ნუთუ არ მოგვლენია ამბავი ლაშქრებისა
18. ფარაონისა და სამუდეველთა?
19. არა, ურწმუნონი გაბათილებით არიან დაკავებული.
20. მაგრამ მათ გარშემოერტყმება ალლაჰი შეუმჩნევლად!
21. ჭეშმარიტად, იგი (რისი გაბათილებაც სურთ) ყურანი დიდებულია,
22. დაცული ფიცარზე – „ლევჰი მაჰფუზზე“ !