81. At-Takwir

1. როცა მზე წყვდიადში გაეხვევა,
2. და როცა ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან,
3. და როცა მთები ამოძრავდებიან,
4. და როცა მაკე აქლემებზე ხელს აიღებენ,
5. და როცა ცხოველები შეიკრიბებიან ,
6. და როცა ზღვებს ალი მოედება,
7. და როცა სულები შეერწმულ იქნებიან
8. და როცა ცოცხლად დამარხულ გოგოს ჰკითხავენ:
9. რა ცოდვისთვის მოიკლა?
10. და როცა ფურცლები გადაიშლება,
11. და როცა ზეცა გაიხსნება
12. და როცა ჯოჯოხეთი გახურდება
13. და როცა სამოთხე მოახლოვდება,
14. გაიგებს სული, თუ რა მოიტანა
15. შეხედეთ, ღამით მანათობელ და დღისით განაბულ ვარსკვლავებს,
16. ჰორიზონტზე რომ ჩნდებიან და კვლავ ქრებიან!
17. ვფიცავ ღამეს, როცა ბნელდება,
18. და დილას, როცა თენდება!
19. უეჭველად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯებრაილის) გადმოცემული სიტყვა,
20. (შუამავალს – მთავარანგელოზ ჯებრაილს) ძალა აქვს მინიჭებული ტახტის მეუფის მხრიდან და ღირსეულია მის (ალლაჰის) წინაშე,
21. მორჩილი და სანდო!
22. და მეგობარი (შუამავალი მუჰამმედი) თქვენი არ არის შეშლილი!
23. უეჭველად, მან გარკვევით იხილა იგი (ჯებრაილი) ცის კაბადონზე!
24. და იგი არაა, რომ დაფაროს თქვენგან რაც ზეშთაეგონა!
25. და ეს არ არის სიტყვა ჩაქოლილი ეშმაკისა!
26. მაშ, საითკენ მიეშურებით?
27. ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის,
28. იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ დაადგეს ჭეშმარიტებას!
29. და ვერაფერს ისურვებთ, თუ არაა ნება ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთისა!