80. Abasa

1. მოიქუფრა და სახე შეაქცია,
2. რადგან ბრმა მოვიდა მასთან.
3. უნდა რამ გამცნოს შენ: ეგებ განწმენდა სურს მას,
4. ან მიიღოს შეგონება და უშველოს შეგონებამ მას?!
5. მაგრამ ვისაც შეგონება არ ესაჭიროება ,
6. თუმცაღა შენ მიილტვი მისკენ,
7. და არაა ვალი შენი, განიწმინდება თუ არ იგი!
8. მაგრამ ვინც მოგეახლოს წადილით
9. და შიშობს ღმერთისგან იგი,
10. მაგრამ შენ არ აქცევ ყურადღებას მას!
11. არა! უეჭველად, იგია შეგონება!
12. და ვინც ინებებს, შეიგონებს იგი!
13. იგი (ყურანი) ფურცლებშია ღირსეულში
14. ამაღლებული, წმინდა,
15. მწერალთა ხელით (დაწერილი)
16. ღირსეულთა, უბიწოთა.
17. წყეულიმც იყოს (ურწმუნო) ადამიანი! რა უმადურია იგი!
18. (ალლაჰმა) რისგან გააჩინა იგი?
19. გააჩინა ერთი წვეთი წყლისგან იგი და თანაზომიერება უბოძა მას,
20. მერე გზა გაუადვილა,
21. მერე სული ააცალა და ასე დამარხა საფლავად იგი.
22. შემდეგ, როცა ინებებს, აღადგენს მას!
23. არა, არ შეასრულა რაც უბრძანა მას!
24.
25. უეჭველად, ჩვენ წვიმა უხვად გავაწვიმეთ,
26.  მერე მიწა (ავაფუეთ) ნაპრალ-ნაპრალ გავაპეთ,
27.  და აღმოვაცენეთ მასზე მარცვალი,
28.  ვაზი და სამყურა
29.  ზეთისხილი და ფინიკი,
30.  და ბაღები ხშირი
31.  ხილეული და ბალახები,
32.  სარგებლად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!
33.  მაგრამ როცა მოევლინება თავზარდამცემი (გამაყრუებელი) ხმა,
34.  იმ დღეს გაიქცევა ადამიანი ღვიძლი ძმისგან,
35.  დედისგან, მამისგან,
36.  მეუღლისგან და შვილებისგან!
37.  იმ დღეს ყოველ მათგანს თავისი საზრუნავი ექნება!
38.  იმ დღეს ნათელმოფენილი სახენი იქნება,
39.  გაცინებული, მომღიმარი!
40.  იმ დღეს მტვერში გახვეული სახენი იქნება,
41.  მას სიბნელე გადაეკვრება!
42.  აი, უარმყოფელნი და გზასამცდარნი ეგენი!