79. An-Naziat

1. ვფიცავ, ძალით სულის ამომგლეჯთა!
2. ვფიცავ, ამომხდელებსა!
3. ვფიცავ, სწრაფად (ორბიტაზე) მოტივტივეებს!
4. სირბილში გამსწრეებს!
5. ბრძანების შემსრულებლებს
6. იმ დღეს, როცა მიწისძვრა (პირველი საყვირის ხმა) შემზარავად შეარხევს ,
7. რომელსაც მოჰყვება მეორე შემზარავი ხმა საყვირის,
8. იმ დღეს გულზარდაცემულები,
9. თვალებდახრილნი, ისინი
10. ამბობენ: ნუთუ თავდაპირველ მდგომარეობაში დავბრუნდებით,
11. როცა ვიყავით გახრწნილი ძვლები?
12. ამბობენ, მაშინ ზარალიანია ეს მობრუნება (აღმოცენება)!
13. მაგრამ ის (გაცოცხლება) ერთი მკაცრი დაყვირებაა,
14. რომელიც მათ (ყველა არსებას) შიშველ მიწაზე (აღმოცენებულ-გაცოცხლებულს) აღმოაჩენს.
15. (ო, მუჰამმედ) შენამდე მოაღწია თუ არა მუსას ამბავმა?
16. როდესაც ჩამოსძახა მას ღმერთმა მისმა ტუვას წმინდა ხეობაში:
17. წადი ფარაონთან, ის უეჭველად ზღვარს გადავიდა
18. და უთხარი: ნუთუ არ გინდა განიწმინდო შენ?
19. და მე გაჩვენებ ჭეშმარიტ გზას შენი უფლისკენ, იქნებ გახდები ღვთისმოშიში!
20. ამის შემდეგ აჩვენა (მუსამ) მას (ფარაონს) სასწაული უდიდესი!
21. მან კი ცრუდ შერაცხა (მუსა) და წინ აღუდგა (ალლაჰს).
22. მერე ზურგი აქცია (რწმენას) და მოქმედება იწყო (არეულობის გამოსაწვევად).
23. შეკრიბა და მოუწოდა.
24. შემდეგ უბრძანა (ფარაონმა): მე უზენაესი ღმერთი ვარ თქვენი!
25. ამისთვის დასაჯა ალლაჰმა სააქაოსა და საიქიოში!
26. უეჭველად, გაკვეთილია მასში , ვინც ღმერთისადმი მოკრძალებულია!
27. თქვენი გაჩენა უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზეცის. მან (ალლაჰმა) აღმართა იგი (ზეცა),
28. აამაღლა კამარა მისი და გაათანასწორა (სრულჰქმნა) იგი!
29. და ჩაძირა ღამე წყვდიადში და ჰქმნა დღის ნათელი!
30. მერე დედამიწა განფინა!
31. წყალი ამოაჩუხჩუხა მისგან (მიწისგან) და მინდვრები (ბაღები-საძოვრები) აღმოაცენა!
32. და განამტკიცა მასზე (დედამიწაზე) მთები,
33. სარგებელად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!
34. და როცა იქნება საშინელება ,
35. ამ დღეს ადამიანი გაიხსენებს თავის ნამოქმედარს !
36. ყველას ნათლად ეჩვენება ჯოჯოხეთის ალი,
37. მაგრამ ვინც ზღვარს გადავიდა,
38. და მიწიერი ცხოვრება აირჩია ,
39. მაშ, უეჭველად, იგი ჯოჯოხეთის ალი იქნება თავშესაფარი (მისი)!
40. ხოლო ვინც ძრწოდა თავისი ღმერთის სიდიადის წინაშე და ვნებას იოკებდა,
41. მაშ, უეჭველად, იგი სამოთხე იქნება თავშესაფარი (მისი)!
42. გეკითხებიან შენ წარღვნის დღეზე: როდის დადგებაო?
43. საიდან გეცოდინება შენ მისი განმარტება ?
44. აღსასრული მისი ალლაჰთანაა !
45. უეჭველად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ, ვისაც ეშინია მისი (წარღვნისა).
46. როცა იხილავენ იმ (წარღვნის) დღეს, მოეჩვენებათ თითქოსდა ერთი საღამო ან ერთი დილა დაჰყვეს !