78. An-Naba

1. რას ეკითხებიან ისინი ერთმანეთს?
2. დიდებული ცნობის შესახებ ,
3. რომლის თაობაზეც ვერ თანხმდებიან ეგენი.
4. მალე შეიტყობენ!
5. შემდგომში შეიტყობენ!
6. განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად,
7. და მთები სვეტებად ,
8. და გაგაჩინეთ თქვენ წყვილებად ,
9. და ძილი თქვენი ვქმენით დასასვენებლად ,
10. და ღამე ვქმენით საბურველად,
11. და ვქმენით დღე, დროდ ცხოვრებისა?!
12. ჩვენ აღვმართეთ თქვენს ზევით (თავზე) შვიდი მტკიცე ,
13. და ვქმენით მოკაშკაშე მანათობელი
14. და მოვავლინეთ ღრუბლებიდან წყალი (წვიმა) მორაკრაკე,
15. რათა აღმოვაცენოთ მისით (წვიმით) მარცვალი (თესლი) და მცენარეები,
16. და ბაღები შებურულნი!
17. უეჭველად, განშორების დღე წინასწარ დადგენილი ვადაა!
18. ამ დღეს ჩაჰბერავს საყვირს და მოხვალთ ჯგუფ-ჯგუფად!
19. ცა გაიხსნება და დაემსგავსება კარიბჭეებს!
20. დაიძვრებიან მთები ადგილიდან და ილუზიად მოგეჩვენებათ!
21. უეჭველად, ჯოჯოხეთია ხაფანგად,
22. ზღვარგადასულთა განსასვენებლად,
23. და დაჰყოფენ იქ საუკუნოდ !…
24. და ვერ დააგემოვნებენ იქ ვერცა სასმელს და ვერცა (ეღირსებიან)სიგრილეს,
25. გარდა მდუღარე წყლისა და ჩირქისა,
26. საზღაურის შესაბამისად!
27. ვინაიდან, არასოდეს უფიქრიათ, რომ პასუხს აგებინებდნენ!
28. და სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი სასწაულები, უკიდურეს სიცრუედ,
29. და ჩვენ ყველაფერი წიგნად ავსახეთ!
30. მაშ, იგემეთ! არაფერს მოგიმატებთ, გარდა ტანჯვისა!
31. უეჭველად, ნეტარება ღვთისმოსავთათვისაა!
32. (ასევე მათთვისაა) ბაღები და ზვრები,
33. მკერდსავსე თანატოლები,
34. და სავსე ფიალები .
35. იქ არ მოისმენენ ეგენი ფუჭსიტყვაობასა და სიცრუეს!
36. საზღაურად ჯილდო შენი ღმერთისგან საკმარისია !
37. ღმერთი, ცათა და მიწის და იმისა, რაც მათ შორისაა , მოწყალეა და არავის შესწევს ძალა მის წინაშე ილაპარაკოს !
38. იმ დღეს სული და ანგელოზები ერთ მწკრივში დადგებიან და ვერ ილაპარაკებენ, თუ არა ის, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე, და ის იტყვის სიმართლეს!
39. ეს არის დღე ჭეშმარიტი . და ვისაც სურს თავის ღმერთთან თავშესაფარი დაიდოს ,
40. უეჭველად, ჩვენ გაგაფრთხილეთ საზღაურის სიახლოვისა, იმ დღეს ადამიანი ნახავს იმას, რაც წაუმძღვარებია მის ხელებს, და იტყვის ურწმუნო: იქნებ მიწად გარდავიქცეო!