71. Nooh

1. უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“!
2. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად , მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
3. თაყვანი ეცით ალლაჰს, გეშინოდეთ მისი და გამომყევით მე!
4. რომ მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე . უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა როცა დადგება, არ გადავადდება, რომ იცოდეთ თქვენ!
5. თქვა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მოვუწოდებდი ჩემს ხალხს დღე და ღამე,
6. მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ ჩემმა მოწოდებამ, თუ არა გაქცევა .
7. და უეჭველად, მე როცა ყოველჯერ მოვუწოდებდი მათ იმისთვის, რათა მიგეტევებია, იცობდნენ თითებს ყურებში, იფარებდნენ თავიანთ სამოსელს და იჟინებდნენ ამპარტავნობას ქედმაღლურად.
8. მერე, უეჭველად, მოვუწოდე მათ ხმამაღლა,
9. მერე, უეჭველად, გამოვუცხადე თან საჯაროდ და თანაც დაფარულად.
10. და ვუთხარი: მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, რამეთუ იგი ყოვლისმიმტევებელია.
11. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას
12. და იგი შეგეწევა თქვენ ქონებითა და შვილებით, დაადგენს თქვენთვის ბაღებს და მდინარეებს.
13. რა გემართებათ თქვენ, რომ არ გულისხმაჰყოფთ ალლაჰის სიდიადეს?
14. როდესაც მან გაგაჩინა თქვენ სხვადასხვა სტადიებში ,
15. განა ვერ ხედავთ, როგორ გააჩინა ალლაჰმა შვიდი ზეცა სართულებად?
16. და დაადგინა მთვარე მათ შორის სინათლედ და მზე ლამპრად.
17. და ალლაჰმა გაგაჩინა თქვენ მიწისგან მცენარედ,
18. მერე დაგაბრუნებს თქვენ იქ და გამოგიყვანს იქიდან.
19. და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის დედამიწა ხალიჩად
20. იმისთვის, რომ იმოგზაუროთ მის ფართო უღელტეხილებზე.
21. თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მათ მეურჩნენ მე და გაჰყვნენ იმას, ვისაც ვერ შეჰმატა ქონებამ და შვილმა ვერაფერი, გარდა ზიანისა.
22. მათ ხრიკი ჩაიფიქრეს უდიდესი
23. და თქვეს: არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები: არც ვედდი და არც სუვაღი, არც იეღუსა, არც იეღუყე და არც ნესრა.
24. და მათ უკვე ბევრი აცდუნეს, და არა შეჰმატა უსამართლოებს, გარდა ცდომილებისა.
25. თავიანთი ცოდვის გამო დაიხრჩნენ, შემდეგ შეყვანილ იქნებია ცეცლში და ვერღა ჰპოვებენ მფარველთ, გარდა ალლაჰისა.
26. და თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო! არ დატოვო დედამიწის ზურგზე არც ერთი მოსიარულე ურწმუნო.
27. უეჭველად, შენ თუ დატოვებ მათ, აცდუნებენ ისინი შენს მსხურებს და არ შობენ ისინი, თვინიერ თავხედისა ურწმუნოსი.
28. ღმერთო ჩემო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და ვინც შემოვიდა ჩემს სახლში მორწმუნედ, და მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს და არაფერი შეჰმატო უსამართლოებს, გარდა განადგურებისა.