70. Al-Maarij

1. ითხოვა მსურველმა სასჯელი მოსახდენელი,
2. ურწმუნოთათვის არა ჰყავს მას შემკავებელი
3. ალლაჰისგან, უზენაესი წყობის მეუფისგან.
4. ამაღლდებიან ანგელოზნი და სული მასთან ერთ დღეში, რომლის ხანგძლივობაა ორმოცდაათი ათასი წელი.
5. მაშ, მოითმინე მშვენიერი მოთმინებით!
6. უეჭველად, ისინი ხედავენ მას შორს,
7. და ჩვენ ვხედავთ მას ახლოს.
8. იმ დღეს ზეცა იქნება გამდნარი სპილენძივით,
9. და მთები ფერადი მატყლივით,
10. და არ მოიკითხავს მეგობარი მეგობარს,
11. მათ აჩვენებენ ერთმანეთს. ისურვებს ცოდვილი, რომ იმ დღის სასჯელისგან გადასარჩენად შვილებიც გაიღოს
12. და თავისი მეუღლეც, თავისი ძმაც,
13. და ჯიში-ჯილაგი, რომელმაც შეიფარა
14. და ყველა, ვინცაა დედამიწასა ზედა, ოღონდ თავად გადარჩეს.
15. არამც და არამც! უეჭველად, იგი აალებული ცეცხლია,
16. გადამბუგავი თავის კანისა.
17. ჩაითრევს ყველას, ვინც ზურგი აქცია, სახე შეაქცია,
18. შეაგროვა და ინახავდა.
19. უეჭველად, ადამიანი ხარბ (გაუმაძღარ) არსებად არის გაჩენილი.
20. თუ სიავე მიეწევა მას, იწყებს გოდებას,
21. და თუ კარგი ეწევა, იწყებს ძუნწობას,
22. თვინიერ მლოცველთა,
23. რომელნიც ლოცვას აღავლენენ გამუდმებით,
24. და რომელთა ქონებაშიც წილია განსაზღვრული
25. მათხოვართათვის და უპოვართათვის,
26. და რომელნიც ამოწმებენ განკითხვის დღეს,
27. და რომელნიც თავიანთი ღმერთის სასჯელით თრთიან,
28. რამეთუ თავიანთი ღმერთის სასჯელისგან არავინაა დაცული.
29. და ისინი, რომელნიც თავიანთი ნამუსის დამცველნი არიან!
30. გამოკლებით თავიანთ მეუღლეთა ან რაც მოიპოვეს თავიანთი მარჯვენათი, მაშინ უეჭველად, ეგენი არ გაიკიცხებიან ამისთვის!
31. ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი ზღვარგადასულნი არიან!
32. და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ,
33. და ისინი, რომელნიც თავიანთ მოწმეობაზე ჭეშმარიტად ადგანან,
34. და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ.
35. სწორედ ეგენი არიან სამოთხენში პატივდადებულნი.
36. მაშ, რა ემართებათ, რომელთაც უარყვეს, რომ მოიჩქარიან შენსკენ
37. მარჯვნიდან და მარცხნიდან ხროვად?!
38. განა იმედი აქვს მათგან რომელიმე ადამიანს, რომ შეყვანილი იქნება ნეტარ სამოთხეში?!
39. არამც და არამც! უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი იმისგან, რაც იციან. 
40.
41. რომ შევცვალოთ ისინი მათზე უკეთესებით, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენიათ!
42. მაშ, თავი ანებე მათ, ჩაიძირონ ამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ.
43. იმ დღეს გამოვლენ საფლავებიდან მსწრაფლად, თითქოს ფინიშისკენ გარბიან,
44. შიშისგან თვალდახრილთ შემოეკვრებათ დამცირება. სწორედ ესაა ის დღე, რომელიც ჰქონდათ აღთქმული.