1. უთუო მოსახდენი!
2. რა არის უთუო მოსახდენი?
3. რამ გამცნოს, რა არის უთუო მოსახდენი?
4. ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა და ადიელებმა წარღვნის დრო.
5. მაგრამ სემუდეველები ამიტომაც განადგურდნენ საშინელი წამებით
6. და აკი, ადიელები განადგურდნენ სუსხიანი ქარიშხლით.
7. მიუშვა იგი მათზე შვიდი ღამისა და რვა დღის განმავლობაში დაუცხრომლად, (იქ რომ ყოფილიყავი) დაინახავდი ხალხს გაჟუჟულს, თითქოს ცარიელი ჯირგნი ხურმის ხეთა.
8. მაშ, განა ხედავ მათგან გადარჩენილს?
9. და მოვიდა ფარაონი, ისინი, ვინც მის წინ იყვნენ და დამხობილი ქალაქები, უდიდესი შეცოდებით.
10. ამრიგად ეურჩნენ შუამავალს თავიანთი ღმერთისას, ამიტომაც შეიპყრო ისინი მრისხანე შეპყრობით.
11. უეჭველად, როცა მოაწყდა წყალი გადაგიყვანეთ ხომალდით,
12. რათა დაგვედგინა იგი თქვენთვის შეგონებად და შემსმენ ყურთათვის დასახსომად.
13. მაშინ, როცა ჩაიბერება საყვირში ერთი ჩაბერვით
14. და როცა აიზიდება მიწი, მთები, და ჩამოიქცევა ერთი შეჯახებით,
15. სწორედ იმ დღეს დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი.
16. და გაიპობა ზეცა, უკვე იმ დღეს წონასწორობადაკარგული
17. და ანგელოზთ მის კიდეებზე მოაქვთ თავს ზემოდან შენი ღმერთის ძლევამოსილების ტახტრევანი, რვანს იმ დღეს.
18. იმ დღეს წარსდგებით და არც ერთი საიდუმლოება არ დარჩება დაფარული.
19. მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, იტყვის: აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!
20. უეჭველად, მე ვუწყოდი, რომ გადავეყრებოდი ჩემს ანგარიშსწორებას.
21. მას ნეტარი ცხოვრება ელის
22. უმაღლეს სამოთხეებში!
23. ნაყოფი მისი დახუნძლული.
24. ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ იმისთვის, რაც აკეთეთ წარსულ დღეებში!
25. მაგრამ ვისაც მიეცა თავისი წიგნი მისივე მარცხენაში, იტყვის: ნეტავ, არ მომცემოდა ჩემი წიგნი
26. და არ მცოდნოდა, რაა ჩემი სასჯელი!
27. ნეტავ, იგი ყოფილიყო დასასრული!
28. ვერ შემეწია ჩემმა ქონებამ,
29. მოისპო ძალაუფლება ჩემი!
30. შეიპყარით და შეკარით იგი,
31. შემდეგ აალებულ ცეცხლში შეუნთეთ,
32. მერე ჯაჭვით, რომლის სიგრძე სამოცდაათი წყრთაა, ამგვარად ჩაუშვით იგი!
33. რამეთუ მას არ სწამდა დიადი ალლაჰის
34. და არ მოუწოდებდა, დაეპურებინა ღარიბნი.
35. ამიტომაც, არ არს მისთვის აქ დღეს მეგობარი
36. და არც საკვები, გარდა ჩირქისა,
37. არ მიირთვამს მას, გარდა განზრახ ცოდვის ჩამდენთა.
38. არა, ვფიცავ იმას, რასაც ხედავთ,
39. და იმასაც, რასაც ვერ ხედავთ!
40. უეჭველად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯიბრაილის) გადმოცემული სიტყვა,
41. იგი არ არის პოეტის სიტყვა. რაოდენ მწირია თქვენი რწმენა!
42. და არც სიტყვაა წინასწარმეტყველის. რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა!
43. ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან.
44. და რომ შეეთხზა ჩვენს წინააღმდეგ ზოგი სიტყვა,
45. უთუოდ, შევიპყრობდით მარჯვენათი,
46. მერე უთუოდ, გადავუჭრიდით მას გულის ძარღვს.
47. სხვათა შორის, თქვენგან არც ერთს არ შეუძლია შეკავება .
48. და უეჭველად, იგი შეგონებაა ღვთისმოშიშთათვის.
49. და უეჭველად, ვუწყით, რომ თქვენში არსებობენ ცრუდ შემრაცხველნი.
50. და უეჭველად, იგი მწუხარებაა ურწმონოთათვის.
51. და უეჭველად, იგი ჭეშმარიტებაა ცხადი.
52. მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!