58. Al-Mujadila

1. უკვე ისმინა ალლაჰმა სიტყვა იმისა , რომელიც აბეზღებს შენთან თავისი მეუღლეს და შესჩივის ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი ისმენს თქვენს საუბარს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
2. თქვენგან, რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, არ არიან ისინი (მათი ცოლები) მათი დედები, რადგან მათი დედები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც შობეს ისინი. და უეჭველად, ამის მთქმელები საძრახ სიტყვას და სიცრუეს ამბობენ. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!
3. ხოლო რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, მერე გათათქვამენ, რაც თქვეს იმისთვის დაეკისროს ერთი მონის გათავისუფლება სანამ შეეხებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ესაა შეგონება თქვენთვის. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
4. და ვისაც არა მოეპოვება, მაშინ ორი გადაბმული თვის მარხულობა სანამ ერთმანეთს შეეხებოდნენ. ხოლო ვისაც არ შესწევს ძალა, მაშინ დააპურება სამოცი უპოვრისა. ეს იმიტომაა, რომ ირწმუნოთ ალლაჰისა და მისი შუამავლის. ესაა საზღვრები ალლაჰისა. და ურწმუნოთათვისაა სასჯელი მწარე!
5. უეჭველად, რომელნიც ეურჩებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, დამცირებულ იქნენ ისე, როგორც მათზე უწინ მყოფნი. უკვე ჩვენ ზემოვავლინეთ ცხადი აიათები, და ურწმუნოთათვისაა სამარცხვინო სასჯელი!
6. იმ დღეს გააცოცხლებს ალლაჰი ყველას და იგი ამცნობს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ. აღნუსხა იგი ალლაჰმა, რაც აღარ ახსოვთ, რამეთუ ალლაჰი უწყის ყველაფერს!
7. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და არ იქნება საიდუმლო ბჭობა სამთა, რომ არ იყოს მეოთხე ის და არც ხუთთა, რომ იგი არ იყოს მეექვსე და არც ნაკლები ამაზე და არც მეტი, რომ არ იყოს იგი მათგან, სადაც არ უნდა იყვნენ. მერე აღდგომის დღეს მათ ამცნობს იმას, რაც ჰქმნეს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
8. განა ვერ ხედავ იმათ, რომელთაც აეკრძალათ საიდუმლო ბჭობა? კვლავ უბრუნდებიან იმას, რაც აეკრძალათ და საიდუმლოდ ბჭობენ დანაშაულზე, მტრულზე და შუამავალისადმი ურჩობაზე. ხოლო როცა მოდიან შენთან, გესალმებიან ისე, როგორც არ გესალმება ალლაჰი და ეუბნებიან ერთმანეთს: მაშ, თუკი ასეა, რატომ არ დაგვსაჯა ჩვენ ალლაჰმა იმისთვის, რასაც ვამბობთ? მათთვის ჯოჯოხეთიც კმარა, შენთებული იქნებიან მასში. რაოდენ საზარელი ფინიშია!
9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა საიდუმლოდ საუბრობთ, არ ილაპარაკოთ ცოდვაზე, მტრობაზე და შუამავლისადმი ურჩობაზე. ილაპარაკეთ სიკეთეზე, ღვთის მოშიშობაზე და გეშინოდეთ ალლაჰის, რომელთანაც შეიკრიბებით.
10. უეჭველად, საიდუმლო ბჭობა ეშმაკისგანაა, რათა დაამწუხროს, რომელთაც ირწმუნეს. მაგრამ ვერაფერს ავნებს მათ, თუ არა ნება ალლაჰისა. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!
11. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიწოდებენ: ადგილი დაუთმეთ თავშეყრის ადგილებში! დაუთმეთ, რათა მოგიტევოს ალლაჰმა თქვენ. ხოლო როცა გეუბნებიან: ადექით!– ადექით. აღამაღლებს ალლაჰი, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან და რომელთაც ებოძათ ცოდნა ხარისხებით. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ინებებთ პირისპირ საუბარს შუამავალთან, საუბრის წინ გაიღეთ მოწყალება. ესაა თქვენთვის ყველაზე უკეთესი და წმინდა. და თუ ვერ იპოვით, უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!
13. განა თქვენ დაგენანათ მასთან საუბრის წინ გაღება მოწყალებათა? რახან ვერ გააკეთეთ და ალლაჰმა მოგიტევათ, მაშინ აღავლინეთ ლოცვა და გაიღეთ სავალდებულო მოწყალება და დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაც იქმთ.
14. განა ვერ ხედავ იმათ, რომელთაც დაუმეგობრდნენ ხალხი, რომელთა ზედა რისხვა აწვნია ალლაჰმა? ისინი არც თქვენსკენ არიან და არც იმათკენ. და ისინი იფიცებენ სიცრუეზე, შეგნებულად.
15. მზად ჰყო ალლაჰმა მათთვის უმკაცრესი სასჯელი. უეჭველად, რასაც სჩადიან, საზიზღრობაა.
16. დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა . დაე, მათთვის სამარცხვინო სასჯელი!
17. ვერ შეეწევათ ვერაფერი ალლაჰის წინაშე, ვერც მათი ქონება, და ვერც მათი შვილები. სწორედ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი.
18. იმ დღეს გააცოცხლებს მათ ალლაჰი ყველას, ისე მოჰყვებიან ფიცს მის წინაშე, როგორც თქვენ გეფიცებოდნენ; იფიქრებენ, რომ ამით რაღაცას უშველიან საკუთარ თავს . ფრთხილად, უეჭველად, ეგენი არიან ცრუნი!
19. დაიმორჩილა ისინი ეშმაკმა, ამრიგად დაავიწყა მათ ხსენება ალლაჰისა. სწორედ ეგენი არიან მოკავშირენი ეშმაკისა. ფრთხილად, უეჭველად, ეშმაკის მოკავშირენი არიან წაგებულნი!
20. უეჭველად, რომელნიც ეურჩებიან ალლაჰსა და მის შუამავალს. სწორედ ეგენი იქნებიან დამცირებაში.
21. დაადგინა ალლაჰმა, უთუოდ, ვსძლევ მე მათ, და ჩემი შუამავალიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსიალია!
22. ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ნათესავები სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით ; და შეიყვანს მათ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!