55. Ar-Rahman

1. მოწყალემ
2. შეასწავლა ყურანი,
3. გააჩინა ადამიანი,
4. შეასწავლა მას მჭერმეტყველება.
5. მზე და მთვარე – გათვლილი ანგარიშით (მოძრაობენ).
6. და ვარსკვლავები და ხეები სეჯდეს ასრულებენ
7. და ზეცაც, რომელიც აღმართა. და განათავსა სასწორი,
8. რომ არ გადახდეთ წონაში.
9. გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დააკლოთ წონაში!
10. და ქვეყანა, რომელიც განაწესა სულდგმულთათვის,
11. მასშია ხილი და ინდის ხურმა დახუნძლული.
12. ასევე შეფოთლილი მარცვლეული და სურნელოვანი ბალახი.
13. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ ?!
14. მან გააჩინა ადამიანი მშრალი, გამომწვარი მიწის დარით.
15. და გააჩინა ჯინები უკვამლო ცეცხლისგან.
16. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
17. ღმერთია ორი აღმოსავლეთისა და ღმერთია ორი დასავლეთისა !
18. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
19. მიუშვა ორი ზღვა, ერთმანეთს ეამბორებიან.
20. მათ შორის უხილავი მიჯნაა, რომელსაც ვერ გადალახავენ.
21. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
22. ორი მათგანიდან ამოდის მარგალიტი და ძოწი.
23. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
24. და მას ეკუთვნის ხომალდები ზღვაში , აღშენებულნი, უშველებელი მთების დარნი.
25. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
26. ყოველი ქმნილება წარმავალია.
27. და მარადიულია სახება შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა და დიდებულისა.
28. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
29. ეაჯება მას, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყოველდღე იგი ახალ გამოვლინებაშია.
30. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
31. სულ მალე თქვენი დროც დადგება, ჰეი, დამძიმებულნო !
32. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
33. ჰეი, კრებულო ჯინთა და კაცთა! თუკი გძალუძთ გადალახოთ ცათა და ქვეყნის საზღვრებს, მაშ, წადით! მაგრამ ვერას გასცდებით, თუ არა აშკარა ძალაუფლება.
34. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
35. წარმოიგზავნება თქვენ ორზე ალმური ცეცხლისგან. მაშინ ვერღა შეეწევით ერთურთს.
36. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
37. და როს გაიპობა ზეცა, მაშინ წითელი ვარდის ფერს მიიღებს, როგორც დამდნარი ერბო…
38. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
39. იმ დღეს არც კაცთა და არც ჯინთა ცოდვა არ გამოიკვლევა.
40. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
41. შეიცნობიან ცოდვილნი თავიანთი სახენით, რამეთუ შეპყრობილნი იქნებიან ქოჩრებითა და ფეხებით.
42. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
43. სწორედ ესაა ჯოჯოხეთი, რომელსაც ცრუდ რაცხავდნენ ცოდვილნი.
44. დაძრწიან მასსა და მძაფრ მდუღარე წყალს შორის.
45. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
46. და იმას, ვისაც შეეშინდა თავისი ღმერთის სამსჯავროსი, – ორი სამოთხე.
47. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
48. ნაირ-ნაირი ხეხილიანი.
49. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
50. ორივეში მომდინარე წყაროსთვალნი.
51. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
52. ორივეში ყოველგვარი ხილია, წყვილებად.
53. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
54. წამოწოლილნი ქვეშაგებზე, რომლის სარჩულიც აბრეშუმისგანაა და ორივე ბაღიში დაკრეფილი ხეხილი ახლოსაა.
55. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
56. იქ მზერამიპყრობილი არიან , რომელთაც არავინ შეხებიათ უწინ არც კაცთაგან და არც ჯინთაგან.
57. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
58. თითქოს ისინი ლალი და ძოწია.
59. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
60. განა შეიძლება სხვა რამ იყოს სიკეთის საზღაური, თუ არა სიკეთე?
61. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
62. და ამ ორის თვინიერ კიდევ ორი ბაღია.
63. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
64. ორივე ხასხასა მწვანე.
65. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
66. ორივეში წყაროსთვალნია მოჩუხჩუხე.
67. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
68. ორივეშია ყველანაირი ხილი, ხურმა და ბროწეული.
69. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
70. იქ არიან ზნემაღალნი, მშვენიერნი.
71. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
72. შავთვალა და დიდთვალება ფერიები, მორთულ კარვებში შეფარებულნი.
73. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
74. არ შეხებიან მათ უწინ არც კაცნი, არც ჯინნი.
75. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
76. წამოწოლილნი მწვანე ბალიშებზე და მშვენიერ ქვეშაგებზე.
77. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
78. რაოდენ დიადია სახელი შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა და დიდებულისა!