39. Az-Zumar

1. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
2. უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით. მაშ, თაყვანი ეცი ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით!
3. კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“, უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა, უმადურია!
4. ალლაჰს, რომ ენება დადგენა ძისა, უთუოდ, აირჩევდა გაჩენილებისგან, რაც ნებავს. დიდება შენდა! იგია ალლაჰი, ერთადერთი, ყოვლისშემძლე!
5. გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით . მოსავს ღამით დღეს და დღით ღამეს, და ჰმორჩილებენ მზე და მთვარე, ყველა დაცურავს დადგენილ დრომდე. იცოდეთ, რომ იგია ძლევამოსილი, ყოვლისმიმტევებელი!
6. გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან. შემდეგ დაადგინა მისგან მეწყვილე მისი და მოავლინა თქვენთვის საქონლიდან რვა წყვილი. გაჩენთ თქვენი დედების მუცლებში ქმნილებად: გაჩენისა შემდგომ სამ წყვდიადში . სწორედ ესაა ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მხოლოდ მას ეკუთვნის მეუფება. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, როგორღა შეიქცევით!
7. თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰს არ სჭირდებით თქვენ, მაგრამ ურწმუნოებას ვერ მიიღებს თავის მსახურთაგან. ხოლო თუ მადლიერებას გამოხატავთ, მოიწონებს თქვენთვის. და არ იტვირთავს არც ერთი მტვირთავი სხვის ტვირთს. მერე თქვენი ღმერთისკენაა მისაქციელი თქვენი. მაშინ გამცნობთ თქვენ, რასაც სჩადიოდით. უეჭველად, იგი უწყის გულთა ნადებს!
8. და როცა შეეხება ადამიანს სიავე, მოუხმობს თავის ღმერთს სინანულში ჩავარდნილი, მერე როცა მას უბოძებს სიკეთეს მისგან, ივიწყებს რასაც ევედრებოდა მას უწინ. და უდგენს ალლაჰს თანასწორთ, რათა ააცდინოს მის გზას . უთხარი: „დატკბი შენი უმეცრებით ცოტა ხანს. უეჭველად, შენ ცეცხლის მკვიდრთაგანი ხარ!“
9. განა ის, ვინც მორჩილად ატარებს ღამის საათებს, სეჯდეზე გართხმული ან მდგომი, უფრთხილდება საიქიოს და სასოებს წყალობას თავისი ღმერთისგან, უთხარი: „განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“ უეჭველად, შეიგონებენ მხოლოდ ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი!
10. უთხარი: „ჰეი მსახურნო, რომელთაც ირწმუნეთ! მოკრძალებულნი იყავით თქვენი ღმერთის მიმართ! მათთვის, რომელთაც სიკეთე ჰქმნეს ამქვეყნად, სიკეთეა. და მიწა ალლაჰისა ვრცელია. უეჭველად, მომთმენთ მიეგებათ თავიანთი საზღაური – სარჩო უთვალავი!“
11. უთხარი: „მე მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით.
12. აგრეთვე მებრძანა, რომ ვიყო პირველი მუსლიმთაგანი!“
13. უთხარი: „უეჭველად,რომ ვეურჩო ჩემს ღმერთს, მე მეშინია დიდი დღის სასჯელის!“
14. უთხარი: „მე მხოლოდ ალლაჰს ვეთაყვანები, ხალასი რწმენით.
15. მაშ, ეთაყვანეთ მაგიერ მისი, გსურთ რასაც. უთხარი: „უეჭველად, წაგებულნი არიან, რომელთაც წააგეს თავიანთი სულნი და ოჯახეულნი თვისი აღდგომის დღეს. გამოიფხიზლეთ, სწორედ ეს არის აშკარა დანაკარგი!
16. მათთვისაა ცეცხლის ფენა ზემოდანაც და ქვემოდანაც! სწორედ ასე აფრთხილებს ალლაჰი თავის მსახურთ. ჰეი, ჩემო მსახურნო, მაშ გეშინოდეთ ჩემი!
17. და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ, მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი!
18. რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს, სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.
19. ნუთუ ვისზეც გაცხადდა სიტყვა სასჯელის, ნუთუ შენ შეძლებ გადარჩენას ვინც ცეცხლშია?
20. მაგრამ რომელნიც იყვნენ მოკრძალებულნი თავიანთი ღმერთის წინაშე მათთვისაა, ოთახები ერთი მეორეზე განლაგებული, სადაც ძირს მდინარეები მიედინება აღთქმული ალლაჰისა. ალლაჰი კი არ ცვლის აღთქმას.
21. განა არ გინახავს, რომ ალლაჰმა ზეგარდმოავლინა ზეციდან წყალი და მოჰფინა წყაროებად მიწაზე? მერე აღმოაცენებს მისი მეშვეობით ნათესებს სხვადასხვა ფერის. მერე დაჭკნება, ამგვარად დაინახავ მას გაყვითლებულად. მერე მას გადააქცევს ხმელ ნაყარ-ნუყარად. უეჭველად, ყოველივე ამაში შეხსენებაა ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის.
22. ვისი გულიც განავრცო ალლაჰმა ისლამისთვის, უკვე იგი ადგას ნათელსა ზედა თავისი ღმერთისგან. ვაი მათ, ვისი გულიც გაქვავებულია ალლაჰის ხსენებისგან. სწორედ ისინი არიან, ცხად გზააბნევაში.
23. ალლაჰმა ზეგარდმოავლინა საუკეთესო სიტყვა წიგნად , ერთმანეთის მსგავს ჰარმონიული განმეორებადი. ჟრუანტელი უვლის მისგან, მათ კანს, რომელნიც ძრწიან თავიანთი ღმერთის. აწის შემდგომად კანი მათი და გულნი მათი სიმშვიდეს ჰპოვებს ალლაჰის ხსენებით. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ცნობარი ალლაჰის, ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებეს ვისაც. ხოლო იმას, ვისაც გზააბნევაში ჩააგდებს ალლაჰი, დაე, არ არს მისთვის ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი!
24. განა ის, ვინც თავისივე სახით იცავს აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან ? და ეთქვათ უსამართლოთ: „იგემეთ იგი, რასაც იხვეჭდით?“
25. ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, ამიტომაც ეწიათ მათ სასჯელი იქიდან, საიდანაც არ მოელოდნენ.
26. ამგვარად, აგემა ალლაჰმა დამცირება ამავქვეყნად. უთუოდ, სასჯელი იმქვეყნის უფრო დიდია, ნეტავ იცოდნენ!
27. და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხისთვის ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ეგების შეიგონონ!
28. ყურანად არაბულად, გარეშე სიმრუდისა; ეგების დაცული ყოფილიყვნენ ყოველფვარი ცუდისგან!
29. მაგალითად მოიყვანა ალლაჰმა კაცი, რომელიც მოურიგებელი მოწილენის ხელშია და კაცი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ბრძანებაზე არის დამოკიდებული. ნუთუ მაგალითად შესადარები არიან? ქება-დიდება ალლაჰს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
30. უეჭველად, შენ მოკვდები და უეჭველად, ისინიც მოკვდებიან!
31. მერე უეჭველად, აღდგომის დღეს თქვენ თქვენივე ღმერთის წინაშე განისჯებით!
32. მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰის თაობაზე და ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება. როდესაც მივიდა მასთან? განა არ არის ჯოჯოხეთი ადგილსამყოფელი ურწმუნოთა?
33. მაგრამ რომელიც მოვიდა ჭეშმარიტებითურთ და ისინი,რომელთაც დაადასტურეს იგი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი.
34. მათთვის, თავიანთი ღმერთის წინაშეა, ინებებენ რასაც. აი, ესაა კეთილის მქმნელთა საზღაური!
35. რათა დაფაროს ალლაჰმა მათგან უმძიმესი სიავე, რომელიც ჩაიდინეს და მიუზღოს თავიანთი საზღაური საუკეთესო, სჩადიოდნენ რასაც.
36. განა არ არის საკმარისი ალლაჰი თავის მსახურისთვის? და შენ გაშინებენ იმათით, რომელნიც არიან გარეშე მისა. ხოლო ვისაც ალლაჰი დატოვებს გზააბნევაში, მაშ, არ არს მისთვის ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი!
37. ხოლო ვისაც დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე, უკვე არ არს მისთვის მაცდუნებელი. განა არ არის ალლაჰი ძლევამოსილი, შურისმგებელი?!
38. და თუ შეეკითხები მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა?“ უსათუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმა“. უთხარი: „მაშ, მამცნეთ მათ შესახებ, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა? თუ ალლაჰმა ინება შემახოს სიავე, ისინი არიან ამცილებელნი მისი სიავის? ან თუ ინება ჩემთვის წყალობა, ისინი არიან შემკავებელნი მისი წყალობისა?“ უთხარი: „ჩემთვის ალლაჰი კმარა. მხოლოდ მას სასოებენ მსასოებელნი“.
39. უთხარი: „ჰეი, ხალხო ჩემო! იღვაწეთ თქვენი შეხედულებისამებრ, უეჭველად, მეც ვიღწვი. მალე შეიტყობთ,
40. ვის ეწევა სასჯელი დამამცირებელი და ვისზე მოევლინება სასჯელი მარადიული“!
41. უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე წიგნი ხალხისათვის ჭეშმარიტებით. მაშ, ვინც დაადგება ჭეშმარიტ გზას, თავისი სულის სასიკეთოდ. ხოლო ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ, რამეთუ შენ არა ხარ მათდა გუშაგი!
42. ალლაჰი მიიბარებს სულებს მათი სიკვდილის დროს, ხოლო რომელიც ჯერ არ მომკვდარა ძილის ჟამს. მერმე შეაკავებს, რომელსა ზედა განწესებულ იქმნა სიკვდილი და უშვებს სხვათ დადგენილ ვადამდე. უეჭველად, ამაშია სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის.
43. ნუთუ მათ აიყვანეს მაგიერ ალლაჰისა შემწენი? უთხარი: „რომც არაფერს ფლობდნენ ისინი და არც ჰქონდეთ აზროვნების უნარი?! (მაინც დაიდგენთ შემწენად)
44. უთხარი: „ალლაჰს ეკუთვნის შემწეობა ერთიანად. მას ეკუთვნის მეუფება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, შემდგომ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
45. და როცა მხოლოდ ალლაჰი ხსენდება, შეჭირვდება გულნი რომელთაც, არ ირწმუნეს საიქიოსი. და როცა ხსენდება რომელნიც, თვინიერ მისა ხარობენ.
46. თქვი: „ღმერთო ჩემო! უნიმუშო გამჩენო ცათა და მიწის, მცოდნევ უხილავისა და ცხადის! შენ განსჯი შენს მსახურთ შორის იმას, რაზეც უთანხმოებენ.
47. მაგრამ იმათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რაც დედამიწაზეა ყველაფერი, რომ ჰქონდეთ და კიდევ ერთფა მისი, მასთან ერთად, აუცილებლად შეეცდებიან თავი გამოესყიდათ მისით აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან. მაგრამ გამოაშკარავდება მათთვის ალლაჰისგან იგი, რასაც არ მოელოდნენ.
48. და გამომჟღავნდება მათთვის სიავენი, რაც მოიხვეჭეს, ხოლო ის, რასაც დასცინოდნენ გარშემოერტყმის მათ.
49. ხოლო როცა შეეხება ადამიანს სიავე მოგვიხმობს ჩვენ, მერე როცა ვუბოძებთ მას წყალობას ჩვენგან, იტყვის: „ეს მხოლოდ და მხოლოდ ცოდნის წყალობით მებოძა.“ იქნებ ეს გამოცდაა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
50. ჭეშმარიტად, იგივე სთქვეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინარეს, მაგრამ ვერ უშველა მათ იმან, რაც მოიხვეჭეს.
51. მაშასადამე ეწიათ მათ სიავენი, რაც მოიხვეჭეს. და მათგან, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს შეეხებათ მათაც სიავენი, რაც მოიხვეჭეს. და ვერ აღუდგებიან ეგენი.
52. ნუთუ არ უწყიან, რომ ალლაჰი უმრავლებს სარჩოს და უზღუდავს, ინებებს ვისაც? უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის.
53. თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი.
54. და მიიქეცით თქვენი ღმერთისკენ და დამორჩილდით მას იქამდე, სანამ მოგევლინებათ სასჯელი, მერეთ არღა იქნებით შეწევნილნი.
55. და მიჰყევით საუკეთესოს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა თქვენთან თქვენი ღმერთისგან იქამდე, სანამ გეწეოდეთ სასჯელი მოულოდნელად და ვერ გრძნობდეთ თქვენ.
56. მანან, სანამ იტყოდეს ყველა სული: ვაი, ჩემს თავს, სრულ არ ვჰქმენ მსახურება ალლაჰისადმი! და ვიყავი ერთ-ერთი დამცინავთაგანი!
57. ან თქვას: „ალლაჰს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დავედგინე, უთუოდ, ვიქნებოდი ღვთისმოშიშთაგანი.
58. ან რომ არ მოუხდეს თქმა, როცა სასჯელს დაინახავს: ნეტავ, იყოს უკან დაბრუნება და ვიყო კეთილისმქმნელთაგანი.
59. არამც და არამც! უეჭველად, შენ გებოძა ჩემი აიათები , მაგრამ შენ ცრუდ შერაცხე ისინი, გაამაყდი და შეიქმენ ურწმუნოთაგანი.
60. და დაინახავ აღდგომის დღეს, რომელთაც სიცრუე შეთხზეს ალლაჰის წინაშე გაშავებულან სახენი მათი. განა არ არის ჯოჯოხეთში სამყოფელი თავმომწონე ამაყთათვის?
61. და დაიფარავს ალლაჰი იმათ, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი თავიანთი მიღწევებიდან გამომდინარე, არ შეეხებათ სიავე და ისინი არ დამწუხრდებიან.
62. ალლაჰი გამჩენია ყველაფრის. და იგია მფარველი ყველაფერსა ზედა.
63. მას ეკუთვნის გასაღებნი ცათა და მიწის, ხოლო, რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, სწორედ ეგენი არიან წაგებულნი.
64. უთხარი: „განა მიბრძანებთ თაყვანივსცე ვინმეს მაგიერ ალლაჰისა, ჰოი, უმეცარნო?“
65. და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.
66. მაშ, თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს და იყავი მადლიერთაგანი!…
67. `ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება სამსჯავროს დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! ქება მას და დიდებულია იგი მასზე, რასაც თანაზიარად უქმნიან!
68. უგრძნობლად დაეცემა ყოველი, რაც კი არის ცასა თუ მიწაზე გარდა მათი, ვისაც ინებებს ღმერთი. მერე ჩაიბერება მასში კიდევ ერთხელ, აჰა ისინი, აღდგომილნი იყურებიან.
69. გაბრწყინდა ქვეყანა ღმერთის შარავანდედით და დაიდვა წიგნი და მოყვანილი იქნენ შუამავალნი და მოწმენი. და განისაჯა მათ შორის ჭეშმარიტებით და ისინი არ დაიჩაგრებიან.
70. და სრულად მიეგო ყოველ სულს, რაც ჰქმნა. და იგი უკეთ უწყის იმას, რასაც სჩადიან.
71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგროდ. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა.
72. ეთქმებათ: „შედით კარიბჭენში ჯოჯოხეთის, მარადიულად მასში (სამყოფელად)“ და რა საზიზღარია მედიდურთა თავშესაფარი!
73. და წასხმულნი იქნებიან, რომელნიც მოკრძალებულნი იყვნენ თავიანთი ღმერთის წინაშე სამოთხისაკენ გუნდებად. როცა მიაღწევენ მასთან კარიბჭენი მისი გაეღება და გუშაგნი მისი ეტყვიან: „მშვიდობა თქვენდა!“ რაოდენ მწყაზარნი ხართ. მაშ, მარადიულად შედით მასში!“
74. და თქვეს: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც შეგვისრულა თავისი აღთქმა და დაგვიმკვიდრა მიწა, რომ დავსახლდეთ სამოთხეში, ვინებებთ სადაც. რაოდენ მშვენიერი საზღაურია კეთილისმქმნელთათვის!“
75. და დაინახავ ანგელოზებს, არშის ირგვლივ შემოხვეულთ, ანდიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს. და განისაჯა მათ შორის ჭეშმარიტებით . და ითქმება: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, სამყაროთა ღმერთს!“