21. Al-Anbiya

1. მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების დრო , ხოლო ისინი წინდაუხედავად პირს იბრუნებენ .
2. თავიანთი ღმერთიდან მათთან მოსულ ყველა ახალ დარიგებას, უთუოდ, ირონიით ისმენენ.
3. მათი გულები უგრძნობია, და მალულად ჩურჩულებენ, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს: „განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? ნუთუ თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ?“
4. უთხრა: „ჩემი ღმერთი უწყის სიტყვას ცაში და მიწაზე. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!“
5. თქვეს: „არა, ეს აბურდულ-დაბურდული სიზმრებია! არა, იგი მან გამოიგონა! არა, იგი პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული იმისი მსგავსი, როგორითაც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენო!“
6. არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა. განა ესენი ირწმუნებენ?
7. და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონებდით. მაშ, თუკი არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მფლობელთ!
8. და ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი სხეულად, რომელიც არ საჭიროებს კვებას და არ ყოფილან ისინი უკვდავნი.
9. მერე ჩვენ შევასრულეთ მათთვის მიცემული აღთქმა, ასე გადავარჩინეთ ისინი, ვინებეთ ვინც და დავღუპეთ თავგასულნი!
10. ვფიცავ, რომ ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ თქვენდა წიგნი, მასშია დიდება თქვენი. იმედია, გონს მოეგებით!
11. რამდენი დასახლება დავანგრიეთ, რომელშიც იყვნენ უსამართლონი და მათ მერე სხვები დავადგინეთ!
12. ამგვარად, როცა შეიგრძნობენ ჩვენს სასჯელს, მაშინ ეგენი გაიქცევიან მისგან!
13. არ გაიქცეთ და მიბრუნდით იქ, სადაც ნებადართული გქონდათ განცხრომით ცხოვრება, თქვენს სახლებში, რამეთუ თქვენ დაიკითხებით!
14. თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, უსამართლონი ვიყავით!“
15. ისინი ასე გოდებდნენ, სანამ არ ვქმენით გამხმარ თივად!
16. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
17. ჩვენ რომ გართობის დადგენა გვდომებოდა, უთუოდ, მას ჩვენი წიაღიდან დავიდგენდით. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ასე მოვიქცეოდით!
18. არა! ჩვენ ვადგამთ ჭეშმარიტებას სიცრუეზე ზედა, მაშინ მას გაანადგურებს. ნახავთ, რომ იგი აღარ არსებობს. და თქვენ სასჯელი იმისთვის, რასაც თხზავთ !
19. მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან , არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც იღლებიან ამით!
20. ისინი ადიდებენ დღისითა და ღამით, შეუსვენებლად!
21. ნუთუ მათ დაიდგინეს ღვთაებები დედამიწიდან ? ისინი გააცოცხლებენ?
22. რომ ყოფილიყო ორივეში ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები, უთუოდ ორივე აირევ-დაირეოდა . თუმცაღა არშის გამჩენი ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც მიაწერენ!
23. იგი არ არის პასუხისმგებელი იმისა, რასაც იქმს. ხოლო ისინი პასუხს აგებენ!
24. ნუთუ დაიდგინეს მის გარდა ღვთაებები? უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებანი! ესაა შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთანაა და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემ უწინ იყო.“ თუმცა მათი უმრავლესობა არ უწყიან ჭეშმარიტებას და პირს იბრუნებენ!
25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
26. და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინა !“ დიდება მას! არა, ისინი პატივდადებული მსახურნი არიან!
27. არ ასწრებენ მას სიტყვას და ისინი მისი ბრძანების თანახმად მოქმედებენ.
28. იგი უწყის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. და ისინი ვერავის შუამდგომლობას შეძლებენ, თუ არა ვისითაც იგი კმაყოფილია, ხოლო ისინი მისი შიშით ძრწიან!
29. და ვინც მათგან იტყვის: „უეჭველად, მეც ღმერთი ვარ, მის გარდა“, სწორედ მაშინ დავსჯით მას ჯოჯოხეთით. სწორედ ასე ვუზღავთ უსამართლონს !
30. ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს , რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით , და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?
31. და ჩვენ დავადგინეთ მიწაზე მტკიცე მთები, რათა არ შეარყიოს ისინი ; და რომ მათ გაეგნოთ ჭეშმარიტი გზა, მასზე დავადგინეთ ფართო უღელტეხილები!
32. და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად, მაგრამ მათ მასში არსებულ სასწაულებს პირი აქციეს!
33. და იგია, რომელმაც გააჩინა ღამე და დღე, მზე და მთვარე; ყველა პლანეტა დაცურავს თავის ორბიტაზე!
34. და შენ უწინ არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია ჩვენ . მაშ, შენ რომ მოკვდე, ისინი უკვდავები შეიქმნებიან?
35. ყველა სული იგემებს სიკვდილს . და ჩვენ გცდით თქვენ სიავითა და სიკეთით , თუ როგორ მოიქცევით . და ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი !
36. და როცა დაგინახავენ შენ, რომელთაც უარყვეს, მხოლოდ გაცინვის თემად გადგენენ , „განა ესაა, რომელიც თქვენს ღვთაებებს ახსენებს?“ სწორედ ეგენი არიან მოწყალის წიგნის უარმყოფელნი!
37. გაჩენილია ადამიანი სულსწრაფი. სულ მალე გაჩვენებ თქვენ ჩემს აიათებს. ასე, რომ ნუ დააჩქარებთ!
38. და ამბობენ: „როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი თქვენ მართალს ამბობთ?“
39. რომ იცოდნენ, რომელთაც უარყვეს, ის ჟამი, როცა ვეღარ აიცილებენ ცეცხლს თავიანთი სახეებიდან და ვერც თავიანთი ზურგებიდან; და როცა აღარ ეყოლებათ შემწე!
40. უეჭველად, იგი მიეწევა მათ მოულოდნელად, ამგვარად ელდა დაეცემათ მათ. უკვე ისინი ვეღარ შეძლებენ მის არიდებას და არ მიეცემათ მათ გადავადება!
41. და ვფიცავ, შენამდეც გაცინვის საგანი გახდნენ შუამავალნი, მაგრამ მათ შემოერტყათ გარს იგი, რაზეც გასცინოდნენ!
42. უთხარი: „ვინ დაგიცავთ თქვენ დღისით და ღამით მოწყალისგან ?“ მაგრამ ისინი პირს იბრუნებენ თავიანთი უფლის ხსენებისგან.
43. ნუთუ მათ ჰყავთ დამცავი ღვთაებები ჩვენს გარდა? არ ძალუძთ შეწევნა საკუთარი თავის და ვერც ეგენი ჰპოვებენ ჩვენგან შველას!
44. დიახ, ჩვენ გადავუვადეთ მათ და მათ მამებს იქამდე, სანამ იცოცხლეს. განა ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და როგორ ვაცლით მას კიდეებიდან ? მაშ, ეგენი არიან გამარჯვებული?
45. უთხარი: „მე თქვენ მხოლოდ ზეშთაგონებით შეგაგონებ .“ მაგრამ ყრუნი ვერ გაიგონებენ ძახილს მაშინაც კი, როცა შეაგონებენ!
46. ხოლო თუ მათ შეეხებათ სიო შენი ღმერთის სასჯელისგან, უთუოდ იტყვიან: „ვაი ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი !“
47. და ჩვენ განვაწესებთ სამართლის სასწორებს აღდგომის დღეს, მაშინ არავინ არ დაიჩაგრება. და მდოგვის მარცვლის ოდენაც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლებად !
48. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას და ჰარუნს ფურყანი , სინათლედ და შეხსენებად ღვთისმოშიშთათვის,
49. რომელნიც უხილველად შიშობენ თავიანთი ღმერთისგან, და სწორედ ეგენი არიან მოშიშნი იმ საათისგან !
50. და ეს დალოცვილი შეხსენება ჩვენს მიერაა ზეგარდმოვლენილი. ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ უარმყოფელნი ხართ მისი?
51. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ იბრაჰიმს არასწორის გარჩევის უნარი მანამდე და ჩვენ მას ვუწყოდით !
52. აკი, უთხრა მან თავის მამას და თავის ხალხს: „რა არის ეს ქანდაკებები, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით?“
53. მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ , მას ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები “.
54. უთხრა : „ვფიცავ, თქვენც და თქვენი მამებიც ცხად გზააბნევაში ხართ!“
55. უთხრეს: „შენ ჭეშმარიტება მოგვიტანე, თუ ერთ-ერთი მასხარა ხარ?“
56. უთხრა : „არა! თქვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის ღმერთია, რომელმაც ისინი გააჩინა. და მეც მოწმეთაგანი ვარ ამ სიმართლისა!
57. და ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ ვუმზაკვრებ თქვენს კერპებს, როცა წახვალთ და შებრუნდებითო!“
58. მერე ისინი დაამსხვრია ნაწილ-ნაწილად, გარდა მათგან დიდისა , ეგების მათ მისთვის მიემართათ!
59. თქვეს: „ვინ მოექცა ასე ჩვენს ღვთაებებს? უეჭველად, იგი უსამართლოთაგანია!“
60. უთხრეს : ,,გავიგონეთ, ყმაწვილი, სახელად იბრაჰიმი აუგად იხსენიებდა მათ.“
61. თქვეს: „მაშ, მოიყვანეთ იგი ხალხის თვალწინ, ეგების მათ დაამოწმონ!“
62. უთხრეს : „ჰეი, იბრაჰიმ! განა შენ მოექეცი ასე ჩვენს ღვთაებებს?“
63. მიუგო: „არა, იქნებ ეს ჰქმნა მათგან უდიდესმა. მაშ, ჰკითხეთ მათ , თუკი შეძლებენ პასუხის გაცემას!“
64. მაშინ თავიანთ თავს მიუბრუნდნენ და თქვეს: ,,უეჭველად, თქვენ ხართ უსამართლონი!“
65. მერე თავისას დაუბრუნდნენ : ,,ვფიცავ, იცოდი შენ, რომ ამათ ლაპარაკი არ შეეძლოთ!“
66. უთხრა: „ნუთუ ჯერ კიდევ თაყვანს სცემთ სხვას, მაგიერ ალლაჰისა, რასაც თქვენთვის არც სარგებლის მოტანა შეუძლია და არც ზიანის მიყენება?
67. გრცხვენოდეთ თქვენ და რასაც თქვენ ეთაყვანებით, ალლაჰის გარდა! განა არ უნდა მოუხმოთ გონებას ?“
68. თქვეს: „დაწვით იგი და გამოექომაგეთ თქვენს ღვთაებებს, თუკი რაიმეს გამკეთებელნი ხართ თქვენ!“
69. ჩვენ ვთქვით: „ჰეი, ცეცხლო! იქმენ სიგრილედ და უვნებლად იბრაჰიმის მიმართ!“
70. და ისურვეს მისი ვნება, მაგრამ ჩვენ ისე მოვაწყეთ, რომ მათ ნახეს უდიდესი ზარალი!
71. და ჩვენ გადავარჩინეთ იგი და ლუტი და მივიყვანეთ მიწაზე, რომელიც ვქმენით დალოცვილად სამყაროთათვის!
72. და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და კიდევ იაღყუბი, და ვქმენით ისინი მართლებად!
73. ჩვენ დავადგინეთ ისინი წინამძღოლებად, რომლებიც ჩვენი ბრძანებით სწორ გზაზე ადგენდნენ . ჩვენ შთავაგონებდით მათ სიქველე ეკეთებინათ, ელოცათ, გაეღოთ ზექათი და ისინი მხოლოდ ჩვენი თაყვანისმცემელნი იყვნენ!
74. და ლუტი, რომელსაც ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა და ვიხსენით იგი იმ სოფლისგან, სადაც სისაძაგლეებს სჩადიოდნენ. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთურნი და უზნეონი!
75. და შევიფარეთ იგი ჩვენს მოწყალებაში. უეჭველად, იგი ერთ-ერთი მართალთაგანი იყო!
76. და ნუჰი, აკი შეგვევედრა წინათ . მაშინ ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, ასე გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი უდიდესი უბედურებისგან .
77. და ჩვენ შევეწიეთ მას იმ ხალხისგან, რომელთაც ჩვენი სასწაულები ცრუდ შერაცხეს. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთური ხალხი, ამიტომაც დავახრჩეთ ერთიანად!
78. და დავუდი და სულეიმანი, აკი, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიჭრა მასში სხვისი ცხვრის ფარა. და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი .
79. ამგვარად, ჩვენ ვამცნეთ სულეიმანს იგი და ორივეს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და ჩვენ დავუმორჩილეთ მთები და ჩიტები, რათა დავუდთან ერთად განედიდებიათ ღმერთი. და ეს ყველაფერი ჩვენ ვჰქმენით!
80. და ჩვენ შევასწავლეთ მას აბჯრის გაკეთების ხელოვნება თქვენთვის , რათა თქვენ თავი დაიცვათ საფრთხისგან. მაშ, ხართ თქვენ მადლიერნი?
81. და სულეიმანს ძლიერი ქარი, დაქროდა მისი ბრძანებით დედამიწაზე, რომელიც დალოცვილი ვქმენით იქ . და ჩვენ ყველაფერი ვიცით!
82. და ეშმაკთაგან, რომელნიც მისთვის ყვინთავდნენ და ასრულებდნენ სხვა საქმეებსაც . ჩვენ ვდარაჯობდით მათ!
83. და ეიუბი, აკი მოუხმო თავის უფალს: „უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“
84. ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, მოვაშორეთ უბედურება და ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად ჩვენგან მოწყალებად და შეგონებად მსახურთათვის!
85. და ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი. ყოველი მათგანი იყო მომთმენი!
86. და შვიყვანეთ ჩვენ ისინი ჩვენეულ მოწყალებაში. უეჭველად, ისინი იყვნენ მართალთაგანი!
87. და ზენნუნი აკი, წავიდა განრისხებული . იფიქრა, რომ ჩვენ ვერ ვძლევდით მას . შემდეგ შეევედრა წყვდიადიდან : „რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა შენი! დიდება შენდა! უეჭველად, მე უსამართლოთაგანი ვარ !“
88. ამგვარად, ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება და ვიხსენით იგი მწუხარებისგან. და ასე დავიხსნით ჩვენ მორწმუნეებს!
89. და ზაქარია, აკი შეევედრა თავის ღმერთს: „ღმერთო ჩემო! არ დამტოვო ეული , რამეთუ შენ საუკეთესო მემკვიდრეობის მბოძებელი ხარ !“
90. შევისმინეთ მისი ვედრება და ვუბოძეთ მას იაჰია და ვქმენით მისი ცოლი ამის შემძლე. უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!
91. და რომელმაც შეინახა პატიოსნება. მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან და დავადგინეთ იგი და ძე მისი სასწაულად სამყაროთათვის!
92. უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა . და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე!
93. და გაიყვნენ ერთურთის მოწინააღმდეგეებად თავიანთ საქმეში. მაგრამ ყოველი ჩვენთან მოიქცევა!
94. მაშ, ვინც, როგორც მორწმუნე, იქმს სიქველეს, ღვაწლი მისი არ იქნება უარყოფილი. და უეჭველად, ჩვენ ვიწერთ ამას მისთვის!
95. და აკრძალულია იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც გავანადგურეთ, რომ ეგენი უკან დაბრუნდნენ!
96. ბოლოს და ბოლოს, როცა გათავისულდებიან იეჯუჯ-მეჯუჯი, ყოველი მთიდან თავს დაესხმიან!
97. და როცა მოახლოვდება ჭეშმარიტი აღთქმა , სწორედ მაშინ, რომელთაც უარყვეს, მზერა გაუშტერდებათ: „ვაი ჩვენ! უგულისყურო ვიყავით ამის მიმართ. თურმე უსამართლონი ვყოფილვართ!“
98. უეჭველად, თქვენ და ისინი, რასაც ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, შეშა ხართ ჯოჯოხეთისა, თქვენ იქ იქნებით მოთავსებულნი!
99. რომ ყოფილიყვნენ ეგენი ღვთაებები, არ შევიდოდნენ იქ. და ყველა იქ იქნებიან სამუდამოდ!
100. მათთვის იქ მძაფრი კვნესაა, და ეგენი იქ ვერაფერს გაიგონებენ!
101. უეჭველად, რომელთაც ეწიათ ჩვენგან სიკეთე, სწორედ ეგენი მისგან შორს მყოფნი არიან!
102. არ მოესმინებათ მისი ხმაური და ეგენი მარად იქნებიან მასში , რასაც ისურვებენ მათი სულები!
103. არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში და ანგელოზები დახვდებიან მათ : „ეს თქვენი დღეა, რომელიც აღგეთქვათ!“
104. იმ დღეს ჩვენ ზეცას დავგრაგნით, როგორც გრაგნილებს წიგნთათვის. როგორც დავიწყეთ თავდაპირველად, ჩვენი აღთქმის თანახმად, აღვადგენთ მას ხელმეორედ. უეჭველად, ჩვენ ვართ მქმნელნი !
105. და ვფიცავ, ჩვენ ჩავწერეთ გახსენების შემდეგ ზებურში, რომ ქვეყანას იმემკვიდრებენ ჩემი ერთგული მსახურნი!
106. უეჭველად, ამაში ცნობარია თაყვანისმცემელ ხალხთათვის!
107. და არ წარგვიგზავნიხარ შენ , თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის !
108. თქვი: „მე მხოლოდ ზეშთამეგონა, რომ თქვენი უფალი ერთადერთი ღმერთია. ნუთუ კიდევ არ შეიქმნებით თქვენ მუსლიმებად?!
109. ამის მერე თუ ზურგს აქცევენ, მაშინ უთხარი: გამცნობთ თქვენ ყველას, განურჩევლად და არ ვუწყი ახლოსაა თუ შორს ის, რაც აღგეთქვათ!
110. უეჭველად, იგი უწყის, რასაც ცხადად წარმოთქვამთ და რასაც მალავთ!
111. არ ვიცი! იქნებ ეს ერთგვარი გამოცდაა თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე!“
112. თქვა : „ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით ! მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც თხზავთ თქვენ.