1. Al-Fātihah

1. სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.
2. დიდება ალლაჰს, ღმერთს სამყაროთა;
3. მოწყალესა, მწყალობელსა;
4. განკითხვის დღის განმგებს.
5. მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას.
6. გვიჩვენე სწორი გზა;
7. გზა იმათი, ვისაც წყალობა უყავი, და არა – შერისხულთა და გზააცდენილთა;