109. Al-Kafiroon

1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო!
2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით!
3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე.
4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები!
6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე!