107. Al-Maun

1. დაინახე იგი, ვინც განკითხვის დღეს სიცრუედ რაცხავს?
2. აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს,
3. და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი.
4. ვაი, იმ მლოცველებს,
5. ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!
6. ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!
7. და დახმარების ხელის გაწვდენაზე (ზექათსა და მსგავს მოწყალებებზე) უარს ამბობენ!…