104. Al-Humaza

1. ვაი, ყველა ზურგს უკან მკილავს და სხვისი წუნის მკვლევს!
2. რომელმაც ქონება მოიხვეჭა და აგროვებს,
3. და თვლის, რომ სიმდიდრე სამარადჟამოდ აცოცხლებს!
4. არამც და არამც! (თავი დაანებოს ამ ილუზიას, ქონება მას ვერ გადაარჩენს) უეჭველად, ჰუტამაში (ჯოჯოხეთში) იქნება ჩაგდებული!
5. (ო, შუამავალო) შენ იცი თუ არა, რა არის „ჰუტამა“?
6. (ჰუტამა) ალლაჰის მიერ აალებული ცეცხლია,
7. რომელიც გულს მოედებათ.
8. ის (ჰუტამა) გადაეხურება და დაიკეტება მათ ზემოთ,
9. უზომო სვეტებს შორის!