100. Al-Adiyat

1. ვფიცავ, ქოშინით მორბენალ (ცხენებს),
2. ნაპერწკლების დამყრელთ!
3. დილაადრიან მოულოდნელად თავდამსხმელთ!
4. შემმუსვრელთ,
5. რომელნიც იმათ (მტერთა) რაზმებში შეიჭრნენ!
6. უეჭველად, ადამიანი თავისი ღმერთის წინაშე უმადურია
7. და ამის მოწმე თავადაა!
8. უეჭველად, ის მტკიცეა თავის სიყვარულში აქაური ფუფუნებისადმი!
9. განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს?
10. და გამოაშკარავდება ის, რაც გულებშია?
11. უეჭველად, იმ დღეს ღმერთი მათი ამ ყველაფრის მცოდნეა!