1. | ვფიცავ, ქოშინით მორბენალ (ცხენებს), |
2. | ნაპერწკლების დამყრელთ! |
3. | დილაადრიან მოულოდნელად თავდამსხმელთ! |
4. | შემმუსვრელთ, |
5. | რომელნიც იმათ (მტერთა) რაზმებში შეიჭრნენ! |
6. | უეჭველად, ადამიანი თავისი ღმერთის წინაშე უმადურია |
7. | და ამის მოწმე თავადაა! |
8. | უეჭველად, ის მტკიცეა თავის სიყვარულში აქაური ფუფუნებისადმი! |
9. | განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს? |
10. | და გამოაშკარავდება ის, რაც გულებშია? |
11. | უეჭველად, იმ დღეს ღმერთი მათი ამ ყველაფრის მცოდნეა! |